Home » Music » Shmagi Medzmariashvili - Megobaro / მეგობარო

Shmagi Medzmariashvili - Megobaro / მეგობარო

Written By Shmagi Medzmariashvili Official on Friday, Nov 25, 2022 | 12:00 PM

 
შმაგი მეძმარიაშვილი - მეგობარო კომპოზიტორი: ნონა მულაძე ლექსის ავტორი: ინგა ლონდარიძე არანჟირება: აჩი ოშხერელი მეგობრობა ეს ისეთი რამეა რისი ხელიდან გაშვება არ შეიძლებ... ცუდი მეგობარი არ არსებობს, იგი შენს ჩრდილს გავს, რომელიც მზიან ამინდში სულთან დაგყვება, ღრუბლიანში კი ვერსად იპოვი. ძნელი არაა მეგობრისთვის სიკვდილი, მაგრამ ძნელია ისეთი მეგობრის პოვნა ვისთვისაც ღირს სიკვდილი.. ჩვენ ადამიანები ვართ და ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანი, რომელიც გვერდში ამოუდგება, ამიტომ ბედნიერია ის, ვისაც ცხოვრებაში ნამდივილი მეგობარი უპოვნია. აღნიშნული სიმღერა, სწორედაც რომ ჩემი მეგობრის, ნათლი მირონის, უანგარო სიყვარულისა და ბევრისთვის ადამიანობის, კაცობისა და ღირსების მსწავლელ ადამიანს, მამუკა სარჯველაძის ხსოვნას ეძღვნება. შენი ხსოვნის უკვდავსაყოფად მუხბე! ____________________________________ მეგობრობის ხიდი ყველგან აგიგია, სადაც იყავ... გაგივლია გზა მართალი, კარი ფართოდ სიყვარულით გაგიღია და სიკეთე იყო შენი თანამგზავრი. მაგრამ სიკვდილს, თურმე მახე დაუგია, მუხანათი წუთისოფლის წესი არის, მეგობარო! ჩემი გულიც წაგიღია, გვიანია, სად ვეძებო სამართალი. ალალ-მართალს ეს ცხოვრება გაგივლია, ვაჟკაცობის დაგრჩენია არსად ვალი, გაცემული არასოდეს დაგითვლია, და კაცობის გიტოვია ყველგან კვალი. გიხსენებ და... გიხსენებ და... დარდით მივალ, რომ შევაღო სალოცავად ტაძრის კარი, მეგობარო! დიდი სევgდა ,ტკივილი ხარ სანთლებს ვანთებ შენი წმინდა სულისათვის. Shmagi Medzmariashvili - friend Composer: Nona Muladze Author of the poem: Inga Londaridze Arrangement: Achi Oskhereli Friendship is something you can't miss... There is no such thing as a bad friend, he is like your shadow that will follow you in the sunny weather, but you will not find him anywhere in the cloudy weather. It is not difficult to die for a friend, but it is difficult to find a friend who is worth dying for.. We are human and what a person needs most is a person who will stand by his side, so happy is he who has found a true friend in life. The song is dedicated to Mamuka Sarjveladze, an example of selfless love and humanity of my friend. To immortalize your memory, my Mukhbe!