Home » News & Politics » აფხაზეთის ომში კამერით - ზურაბ კოდალაშვილის ისტორია

აფხაზეთის ომში კამერით - ზურაბ კოდალაშვილის ისტორია

Written By რადიო თავისუფლება on Tuesday, Sep 27, 2022 | 07:44 AM

 
ამ ვიდეოში ნახავთ აფხაზეთის ომში 1992 წელს გადაღებულ უნიკალურ კადრებს და მოისმენთ ომის ისტორიებს, რომელთა თვითმხილველიც ზურაბ კოდალაშვილია. ​ ზურაბ კოდალაშვილი 26 წლის იყო როდესაც ომის გადასაღებად აფხაზეთში წავიდა. ის მუშაობდა თითქმის ყველა ცხელ წერტილში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთში, ყარაბაღში, ავღანეთში და ერაყში... ის არის WTN-ის, Reuters-ის, TBS-ის, “France press”-ის და BBC-ის ყოფილი ვიდეო პროდიუსერი. რადიო თავისუფლების პირველი კორესპონდენტი საქართველოში. ახლა ზურა ლონდონში ცხოვრობს და საერთაშორისო მედიაკონსულტანტია.