Home » News & Politics » „ტიტანის“ საბედისწერო ექსპედიცია

„ტიტანის“ საბედისწერო ექსპედიცია

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Friday, Jun 23, 2023 | 02:09 PM

 
საბედისწერო წყალქვეშა ექსპედიცია. ამერიკის სანაპირო დაცვამ დაადასტურა, რომ ატლანტის ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ნამსხვრევები იმ წყალქვეშა ექსპერიმენტულ ნავს ეკუთვნის, რომელიც კვირას თითქმის 4 000 მეტრის სიღრმეში ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩაეშვა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდი წყალში ჩაშვებიდან მალევე აფეთქდა, რადგან სავარაუდოდ, ძლიერ წნევას ვერ გაუძლო. კატასტროფის მიზეზების დასადგენად და გამოძიების დასაწყებად ახლა ფსკერიდან ნავის ნამსხვრევების ამოტანაა საჭირო, რისთვისაც დისტანციურად მართვად აპარატურას იყენებენ. პულტით მართვად და გარედან დალუქულ თითქმის 7-მეტრიან წყალქვეშა ნავ „ტიტანისთვის“ ეს პირველი ექსპედიცია არ ყოფილა. ხომალდთან კავშირი 18 ივნისს, წყალში ჩაშვებიდან თითქმის ორ საათში გაწყდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.