Home » News & Politics » პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Tuesday, Jun 13, 2023 | 01:40 PM

 
საქართველოს პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება. ქართული მედიის ყურადღება ახლა ბრიუსელისკენაა მიმართული, სადაც ხვალ მაღალი დონის შეხვედრები უნდა გაიმართოს. დაგეგმილია აუდიენცია ბელგიის პრემიერთანაც. ბუნებრივია, დღის წესრიგის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხია. მთავრობის მეთაური ევროპელ პარტნიორებს იმ სამუშაოებს გააცნობს, რომლებიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში ტარდება. ევროპული საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო იზრდება. შეხვედრებთან ერთად დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.