• ოპოზიცია 26 მაისთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ქუჩების გაფორმებას იწუნებს - მმართველი გუნდი ოპონენტების მორიგ ანტისახელმწიფოებრივ სპეკულაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშაც არის აღმართული, ხოლო ოპოზიციას საკუთარი დროშის დანახვა არ სიამოვნებს
• ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოსგან საერთაშორისო სანქციების დაცვის მოლოდინი აქვს, რასაც ოპოზიცია ხელისუფლების გაფრთხილებად აფასებს - „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოსგან ორმხრივი სანქციების დაწესებას არავინ ითხოვს
• განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკების ევროპაში გადაზიდვას ფოთის პორტის გავლით ცდილობდა - კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების დეტალები
• სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტს ტოვებენ და პოზიციებს რუსულ არმიას აბარებენ - უკრაინული მხარე ქალაქზე კონტროლის სრულად დაკარგვას უარყოფს; ბელგოროდზე თავდასხმის უკან მდგომი მოხალისეთა ჯგუფები რუსეთის ახალ ტერიტორიებზე შესვლას აანონსებენ
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.