Home » News & Politics » #არჩევნები2020 „თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრა ამომრჩეველთან

#არჩევნები2020 „თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრა ამომრჩეველთან

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Friday, Oct 23, 2020 | 11:35 AM

 
„თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ვახტანგ მჭედლიძემ ლაგოდეხის რაიონში, სოფელ აფენში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ის კარგად იცნობს როგორც მშობლიური სოფლის, ასევე მთლიანად მუნიციპალიტეტის პრობლემებს. მისთვის პრიორიტეტი იქნება ზრუნვა სასმელი წყლის, ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის რეალიზების და ახალგაზრდობის სპორტული განვითარების საკითხების გადაჭრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.