Home » News & Politics » სახელმწიფო ინსექტორის სამსახური ზუგდიდში შეხვედრას მართავს

სახელმწიფო ინსექტორის სამსახური ზუგდიდში შეხვედრას მართავს

Written By Radio Atinati on Monday, Aug 17, 2020 | 05:31 AM

 
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამეგრელოს რეგიონში მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ზუგდიდში შეხვედრას მართავს. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinati1059fm/?hl=en