Home » News & Politics » ფეხსაცმლის უკანასკნელი მწმენდავები

ფეხსაცმლის უკანასკნელი მწმენდავები

Written By რადიო თავისუფლება on Thursday, Jan 09, 2020 | 01:00 PM

 
🔸 ისინი თბილისში სულ შვიდნი დარჩნენ. ქიშო, ჟორა, მიშა, რაფიკა, სერგო, ანზორი და თემური - ფეხსაცმლის უკანასკნელი მწმენდავები, რომლებმაც ეს ხელობა მამებისა და ბაბუებისგან ისწავლეს და ზოგიერთ მათგანს ძველი ჯაგრისები რელიკვიასავით აქვს დღემდე შემონახული.   🔸 ხელოსნების უმრავლესობა საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოსახლებული ასურელების შთამომავლები არიან - უკვე ასაკში შესულები, ამბობენ, რომ ცოტაც და თბილისიდან ფეხსაცმელების ბოლო მწმენდავებიც გაქრებიან: ახალ თაობას ეს საქმე აღარ აინტერესებს.