Home » News & Politics » საპროტესტო აქცია პარლამენტთან

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Tuesday, Nov 26, 2019 | 12:27 PM

 
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები იმყოფებიან და ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც ელოდებიან. რაც შეეხება პარლამენტის სხვა შესასვლელებს, შენობის გვერდითა ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა ისევ არ აღდგენილა. გზის სავალი ნაწილები ავტობუსებითაა გადაკეტილი. ჩიტაძის, ჭიჭინაძის და ზუბალაშვილების ქუჩებზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია. ნოდარ ჩაჩუა მუშაობს პარლამენტის შენობასთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.