Home » News & Politics » ცვლილებები საარსებო შემწეობის დანიშვნის სისტემაში

ცვლილებები საარსებო შემწეობის დანიშვნის სისტემაში

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Friday, Jun 08, 2018 | 01:41 PM

 
სამი წლის შემდეგ საარსებო შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმებში მორიგი ცვლილება შედის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალურ დახმარებას ავტომატურად აღარ დაკარგავენ. ასევე იზრდება კომუნალური ხარჯების ლიმიტი, რომლის გადაჭარბება ყოველთვიური შემწეობის შეწყვეტის მიზეზი ხდებოდა. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ სისტემაში მოსალოდნელი მორიგი ცვლილება ბენეფიციარების რაოდენობას დაახლოებით 18 000-ით გაზრდის.