Home » News & Politics » რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ახალ ომს აანონსებს

რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ახალ ომს აანონსებს

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Thursday, Dec 07, 2017 | 09:14 AM

 
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებიდან ერთი დღეც არ გასულა, მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე კი, ვითარება უკვე დაიძაბა. პალესტინური რადიკალური მოძრაობა ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ ახალ ომს აანონსებს. ბეთლემის ქუჩებში ისრაელის სპეციალური დანიშნულების ძალები უკვე გამოვიდნენ. მოხდა პირველი შეტაკებებიც. არიან დაშავებულები. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. თეთრი სახლის პირველი პირი უკვე დაადანაშაულეს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფაში. ქეთი თუთბერიძე გვიერთდება თემის დეტალებით.