Home » News & Politics » გლოვის დღე

გლოვის დღე

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Monday, Nov 27, 2017 | 12:33 PM

 
საქართველო ბათუმში დაღუპულებს გლოვობს. 24 ნოემბერს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ლეოგრანდში ჩვეულებრივად დაწყებული დღე შემზარავი ტრაგედიით დასრულდა. 11 გარდაცვლილი, 21 მოწამლული - ტრაგიკული შემთხვევიდან მესამე დღესაც კი, მომხდარის დეტალები გაურკვეველი რჩება. თუ ერთ-ერთი მეხანძრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ცეცხლის კერა სასტუმროს საქვაბეში გაჩნდა, სადაც გათბობის და ვენტილაციის სისტემებია განთავსებული. წინასწარი ცნობით, კვამლმა სწორედ სავენტილაციო ქსელში შეაღწია, რამაც შენობაში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. 11-ვე შემთხვევაში ლეტალური შედეგი სწორედ კვამლით ინტოქსიკაციის გამო დადგა. ტრაგედიის მძიმე წუთებს მოამბესთან თვითმხილველები იხსენებენ.