Home » News & Politics » Birja Mafia-ს საქმე

Birja Mafia-ს საქმე

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Wednesday, Jun 14, 2017 | 10:20 AM

 
ჯგუფ ბირჟა მაფიის საქმეზე პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში გიორგი პავლიაშვილი იგივე მასტერი და ჯგუფის ვიდეოკლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი, მსახიობი გიორგი გაგუა გამოიკითხნენ. პავლიაშვილის განცხადებით, უწყებას მან ინფორმაცია იმ მიმოწერაზე მიაწოდა, რომელიც ჯგუფის წევრთან დაკავებამდე ჰქონდა. მიმოწერაში საუბარი კლიპის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გაღიზიანებაზეა.