Home » News & Politics » ზაჰესის ხიდზე 121 ნომერი ავტობუსის მოძრაობა აღდგა

ზაჰესის ხიდზე 121 ნომერი ავტობუსის მოძრაობა აღდგა

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Tuesday, Mar 28, 2017 | 09:06 AM

 
ზაჰესის ხიდზე 121 ნომერი ავტობუსის მოძრაობა აღდგა. მარშრუტი, 2 წლის განმავლობაში, ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო იყო გაქმებული. აღნიშნული მარშრუტი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: დაბა ზაჰესის დასახლება, ზაჰესის ხიდი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, ჯორჯ ბალანჩინის ქ, ბელიაშვილის ქ. შალიკაშვილის ხიდი, წერეთლის გამზირი. №121 ავტობუსის განახლებული მარშრუტით, მოსახლეობასთან ერთად, დღეს გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ, დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია წულაიამ და გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბორია ფირცხელიანმა იმგზავრეს.