Home » News & Politics » გალში ხუთმხრივი შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა

გალში ხუთმხრივი შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა

Written By odishitv on Friday, Sep 09, 2016 | 04:14 PM

 
გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ორი საკითხი დააყენა: დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას გათავისუფლება და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ოთხოზორიას საკითხზე აფხაზურმა მხარემ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძის განმარტებით, მათ განიცხადა რომ ჯერჯერობით გამოძიება გრძელდება.ხოლო რაც შეეხება გიორგი ლუკავას, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მას მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული.გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია მეუღლის გათავისუფლების მოთხოვნით ქართულ და აფხაზურ მხარეებს მიმართავს.მესამე საკითხი, რომელზეც შერეულ შეხვედრაზე ისაუბრეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ზაზა წულუკიას შეეხება. ის აფხაზეთის ტერიტორიაზე 2012 წელს გაუჩინარდა.