Home » News & Politics » ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანდა

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანდა

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Monday, May 16, 2016 | 12:28 PM

 
ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში: მერაბ მეტრეველი დღეიდან პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრია. ტელეკომპანია „კავკასიის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თქმით, ახლადშექმნილი გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიების უმრავლესობის მსგავსი წარსულით დამძიმებული არ არის. „თვალსაჩინო და ხალხისთვის საყვარელი ადამიანი“, - ამ სიტყვებით წარადგინა საკუთარი გუნდის ახალი სახე პარტიის დამფუძნებელმა. მეტრეველი გაერთიანებაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებს.