Home » News & Politics » "დეკანოზი სტეფანე"–წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში

"დეკანოზი სტეფანე"–წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში

Written By მეცხრე არხი ახალციხე on Saturday, Dec 26, 2015 | 11:32 AM

 
„დეკანოზი სტეფანე“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია რესტორან რაბათში გაიმართა. ნაშრომი, რომელიც რეგიონის ისტორიული მუზეუმის უფროს მეცნიერ – თანამშრომელისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ნატო ყრუაშვილის ავტორობით გამოიცა, რაბათის წმინდა მარინეს სახლეობის ტაძრის დეკანოზ სტეფანეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ავტორის თქმით, ასევე წიგნში გადმოცემულია მეოცე საუკუნის 70–იანი წლების ბოლოდან მოყოლებულ პერიოდში სამცხე–ჯავახეთის სასულიერო ცხოვრება. წიგნის „დეკანოზი სტეფანე“ პრეზენტაცია ახალციხის მერიის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც თავად მამა სტეფანე, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ეპარქიის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ამ ეტაპზე წიგნი 500 ეგზემპლარად დაიბეჭდა, რომლის შეძენა მსურველს საეკლესიო მაღაზიაში შეუძლია. ღონისძიებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 ლარამდე დაიხარჯა.