Home » News & Politics » დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში

დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Tuesday, Sep 15, 2015 | 08:06 AM

 
დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში. ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. მიზეზი თამარაშვილის 13 ნომერში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების გეგმაა, რომელზეც კომისიამ დღეს იმსჯელა. დაპირისპირება “არქი ჯგუფის” გენერალურ დირექტორსა და იმ მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც დღეს საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდნენ. კომისიის თავმჯდომარემ მათ დარბაზი დაატოვებინა. მოსახლეობას, დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს და ოპოზიციის ნაწილს გეგმა არ მოსწონს. ისინი თვლიან, რომ 13 ახალი 35-სართულიანი კორპუსი, რომელიც ამ გეგმის მიხედვით აქ უნდა აიგოს, სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს. განადგურდება გამწვანება. საკრებულომ პროექტის დასახვეწად არქიტექტურის სამსახურს 2- კვირიანი ვადა მისცა. რის შემდეგაც საკრებულო მას დასამტკიცებლად ხელახლა განიხილავს.