Home » News & Politics » შსს-მ რუსთავში ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ რუსთავში ნარკორეალიზატორი დააკავა

Written By შინაგან საქმეთა სამინისტრო on Tuesday, Aug 04, 2015 | 02:57 AM

 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, თბილისში მცხოვრები გაიან გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე, ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე 0,028 გრამი ჰეროინი უკანონოდ გაასაღა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით).