Home » News & Politics » ქართული დოკუმენტალისტიკა - "ღვინის მცველები"

ქართული დოკუმენტალისტიკა - "ღვინის მცველები"

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Wednesday, Jan 28, 2015 | 06:20 PM

 
27 იანვარი, 2015 ფილმი "ღვინის მცველები" ასახავს ქვევრის დამზადების უძველეს ტექნოლოგიას. საქართველოში. ქვევრის აშენებისა და ღვინის დაყენების ტრადიცია დღესაც ცოცხალია და თითქმის პირველყოფილი სახით სრულდება; ქვევრი, როგორც წინათ, ახლაც იცავს და ინახავს ქართულ ღვინოს. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ იქმნება ქვევრი ჯერ იმერეთში და შემდეგ როგორ ხვდება კახეთის მარანში – ღვინის დასაყენებლად და შესანახად. ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალური მეთოდი, არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. სცენარის ავტორი და რეჟისორი - გიორგი მოლოდინაშვილი.