Home » People & Blogs » ხმაურია ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

ხმაურია ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

Written By Ajara TV on Thursday, Sep 18, 2014 | 07:26 AM

 
ხმაურის ფონზე მიმიდნარეობს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაც. დეპუტატების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებას მოჰყვა. საკრებულოს წევრთა ნაწილმა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების შექმნა გააპროტესტა, რომელშიც 5 შტატია გათვალისწინებული. გამგეობაში 137 თანამშრომელი იქნება. 81-დან 37-მდე შემცირდა სოფლებში რწმუნებულების რაოდენობა. საკითხს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა, დადგენილების პროექტის წაინააღმდეგ კი 8 დეპუტატი და, მათ შორის, "ქართული ოცნების" წევრი გურამ დუმბაძე წავიდა. დღის წესრიგით 18 საკითხი განიხილება, მათ შორის, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ზრდა, თუმცა, სხდომის დაწყების წინ ეს საკითხი თავმჯდომარის ინიციატივით რამდენიმე თვით გადაიდო.