Home » News & Politics » ერთი ქვეყანა - ერთი ვარცხნილობა

ერთი ქვეყანა - ერთი ვარცხნილობა

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Thursday, Mar 27, 2014 | 01:14 PM

 
ჩრდილოეთ კორელმა მამაკაცებმა ბრძანება მიიღეს ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მსგავსი ვარცხნილობა ატარონ. აზიური მედიის ინფონრმაციით, თავდაპირველად ბრძანება მხოლოდ ფხენიანში მცხოვრებ მამაკაცებს ეხებოდათ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მაშტაბით მცხოვრებ სტუდენტებზე ვრცელდება. კიმ ჩენ ინის ამ ბრძანებას უკმაყოფილება მოჰყვა ახალგაზრდებში, თუმცა საჯაროდ პროტესტს ვერავინ გამოთქვამს, ანონიმურ ინტერვიუებში ისინი აცხადებენ, რომ სახისა და თავის ფორმა ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს და ბელადის საკმაოდ სპეციფიკური ვარცხნილობა ყველას არ მოუხდება.