Home » News & Politics » სინოდმა 6 ახალი ეპარქია შექმნა

სინოდმა 6 ახალი ეპარქია შექმნა

Written By პირველი არხი Georgian Public Broadcaster on Friday, Oct 11, 2013 | 12:13 PM

 
სინოდის 6-საათიანი სხდომა, 6 ახალი ეპარქიის შექმნით და 7 ახალი მღვდელმთავარის დამტკიცებით დასრულდა. 2 სასულიერი პირი - მარგვეთის ეპისკოპოსი და ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის მიტროპოლიტი პენსიაზე გავიდნენ. ეპარქიის მეთაურად დარჩა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, მიუხედავათ იმისა, რომ მისი პენსიაზე გაშვების შესახებ ინფორმაცია მთელი დღე ვრცელდებოდა. სინოდის კრება წელიწადში ორჯერ იმართება და სასულიერო სამყაროში უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილვს. ნინო გომართელი გვიამბობს, რა ცვლილებები მოხდა დღეს საქართველოს ეკლესიაში. მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.